|
2023-08-08 16:32:22, 917 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი პრემიერის განცხადებაზე - მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის
მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთამოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში, ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც რუსეთის არმიას წინააღმდეგობა გაუწია და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. „მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთამოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია. მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, ლავროვი და პუტინიც კი რომ ვერ ამოუშვებს საყლაპავი მილიდან, ისეთ სიბინძურეებს საუბრობს ანტონ-ტრი-ტრი ღარიბაშვილი. მას და მის რუსულ ხელისუფლებას ვურჩევ, პირში დეზინფექცია ჩაიტარონ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებენ და მით უმეტეს, 2008 წლის რუსეთის აგრესიის კონტექსტში. საქართველო არის უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური საქართველოს სიმართლის და ჭეშმარიტი ობიექტურობის. პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს. რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას, საქართველოში",- წერს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რუსეთის ჯარი, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2007 წელს დატოვა, ის უკან შემოაბრუნა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)