2023-08-04 18:01:49, 614 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს
კახა კალაძემ შოვში გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„შოვი, რომელიც ასოცირდებოდა ლამაზ ბუნებასთან, სიცოცხლესთან, სიყვარულთან, იქცა უბედურების ადგილად და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ სტიქიას არ აქვს სახელი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან მძიმე ვითარებაა.
მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. მინდა მივუსამძიმრო რაჭას, რაჭველებს. მართლაც უმძიმესია არსებული ვითარება და მდგომარეობა“, - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),