2023-07-27 14:52:16, 1320 ნახვა
სამართალი
ტერორისტული დანაშაულის საქმეზე დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა
ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს გაავრცელა.
საქმის ოფიციალური დეტალების მიხედვით, სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,