01:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 10:43:56, 1784 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - აშშ უკრაინისთვის $400 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Reuters-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს.

„უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები Stryker, სარაკეტო კომპლექსები NASAMS, საარტილერიო კომპლექსები HIMARS, Patriot, Stinger და ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის TOW და Javelin გადაეცემა“,- წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც Reuters-ს ორმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 12 ივლისს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადაცემის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics