|
2015-02-10 10:06:44, 1277 ნახვა
სამართალი
საქართველოში მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ზომების შედეგად, მანჩესტერის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან თანამშრომლობით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 1960 წელს დაბადებული ვაქილ ბადოევის ექსტრადიცია განხორციელდა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება, დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2007 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა. ვაქილ ბადოევი დამნაშავედ იყო ცნობილი საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მკვლელობა). "ვაქილ ბადოევმა 2005 წლის 15 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, შურისძიების მიზნით, დანის დარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თამაზ აბრამიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ვაქილ ბადოევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ვაქილ ბადოევის საქართველოში ექსტრადიცია 10 თებერვალს განხორციელდა",-განმარტავენ შსს-ში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)