|
2023-07-18 17:11:02, 1557 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სომხეთის გენერალურ კონსულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, ნარინე მატოსიანმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნარინე მატოსიანი ორ თვეზე მეტია, რაც ბათუმში გენერალური კონსულის პოზიციაზე დაინიშნა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ახალი ინიციატივების შესაძლებლობები. "მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, გენერალურ კონსულს მიულოცა დიპლომატიური მისიის აჭარაში დაწყება და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, გააცნო სამინისტროს ხედვები და პროგრამები, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, რომლებიც დაფუძნებულია კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)