11:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 11:01:15, 886 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ვგმობ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას

ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან" გასვლის შესახებ,- აღნიშნულის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი მილიონობით ადამიანს ზიანს აყენებს.

„ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან" გასვლის შესახებ, ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაეროს ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელ მსოფლიოში“,- წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics