|
2023-07-14 14:42:26, 1549 ნახვა
რეგიონი
კასპში ტიტულოვანი მოჭიდავის, ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, კასპში ჭიდაობის ისტორიაში გამორჩეული და ტიტულოვანი მოჭიდავის ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, წონითი კატეგორიების მიხედვით ტურნირში კასპელმა მოჭიდავეებმა წარმატებებს მიაღწიეს: პირველი ადგილი ალეკო ხიზამბარელმა და თორნიკე გორჯოლაძემ, მეორე ადგილი ლუკა მღებრიშვილმა და ლადო უხურგუნაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი თემურ გოგრიჭიანმა მოიპოვა. „გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქები, მედლები და სიგელები გადაეცათ. XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარებული, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, წელს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. ვანო გამხიტაშვილი სამთავისის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ტურნირი ვანო გამხიტაშვილის სახელობის საჭიდაო არენაზე - ქართული ჭიდაობის ერონული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)