13:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 15:15:03, 1071 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე მშვილდაძეზე - არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება

არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინა რეაგირება, დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ვინც აგრესიის სამიზნე იყო,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას.

თალაკვაძის თქმით, "იმის ნაცვლად, რომ ბატონმა მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას განაგრძობს".

"არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინა რეაგირება, დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ვინც აგრესიის სამიზნე იყო. ეს წინა შემთხვევებსაც შეგახსნეებთ, როცა ასევე უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს, ნახეთ, რომ ყველა მიეცა პასუხისგებაში და თითოეულ ფაქტზე იყო რეაგირება. რაც შეეხება ამ სამარცხვინო ცილისწამებას, იმის ნაცვლად, რომ ბატონმა მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, რომ მათ შეასრულეს თავისი სამუშაო და მოახდინეს რეაგირება, პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, განაგრძობს მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამ წლების განმავლობაში ისინი მხოლოდ ზიზღის, ცილისწამების, ძალადობის კამპანიებით არიან დაკავებული",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. 

გუშინ, 28 ივნისს, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics