16:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 12:57:49, 660 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მახათას აღმართისა და ეშბას ქუჩის დამაკავაშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

ისნის რაიონში, მახათას აღმართისა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალი გზა ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს. 

„ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში, „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან  მახათას აღმართს უკავშირდება, რაც საგრძნობლად განტვირთავს ვაზისუბნის ქუჩებს  და ერთიდან მეორე უბანში მოხვედრის დროს შეამცირებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. დამეთანხმებით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზით უკვე სარგებლობთ, რომ გადაადგილება კომფორტულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ახალ გზაზე საგზაო მონიშვნებისა და გამწვანების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics