17:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 12:30:57, 746 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეით ბრიგადაში ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” გაიმართა

ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?” გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თაქვდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამაშში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა.

„თამაშს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის ტიტული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გუნდმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა გადაინაწილეს.

გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო ბუ გადაეცათ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

თავდაცვის უწყებაში „რა? სად? როდის?” სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics