23:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 19:14:28, 1196 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს  საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის ბოლო დროინდელი მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, მთავრობის მხრიდან საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით სწორი  ნაბიჯები გადაიდგა, რომელთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად გენადი არველაძე ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მიიჩნევს, რასაც, მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებიც ასახავს.

„2022 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა და მისი ორივე კომპონენტი რეკორდული მაჩვენებლით განისაზღვრა - ბრუნვა გაზრდილია 34%-ით და 19 185 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, ექსპორტი გაზრდილია  32%-ით და მისი რაოდენობა 5 593 მლნ. აშშ დოლარია" - აღნიშნა არველაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლამდე ქართული წარმოშობის პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადიოდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში და თურქეთში, ხოლო 2014 წელს, საქართველოს მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით გადადგმულ პირველ წარმატებულ მაგალითს - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), ჩინეთთან, ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან - ჰონკონგთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ასევე წარმატებით დასრულდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics