17:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 17:49:34, 929 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდივნის მოადგილეს, ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ხელმძღვანელს ჯილ რაბის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის შესაძლებლობები განიხილეს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები.

"დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით, "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსებული რადიაციული უსაფრთხოების დეტექტორები დაათვალიერეს და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics