17:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 23:09:26, 820 ნახვა

პოლიტიკა
ჰაკერი გვარამიას შეწყალებაზე - მისი ციხეში ყოფნა გაუმართლებელი იყო, მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაუმართლებელი იყო, ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია.

"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს დიდი შვებაა მისთვის, მისი მეუღლისა და საყვარელი ადამიანებისთვის. მისი ციხეში ყოფნა სრულიად გაუმართლებელი იყო", - წერს ჰაკერი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics