17:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 17:40:53, 749 ნახვა

პოლიტიკა
როსვალი - საქართველოს შემთხვევაში პროგრესი არის, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას შესასრულებელი სამუშაო ისევ აქვს

საქართველოს შემთხვევაში პროგრესი არის, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას შესასრულებელი სამუშაო ისევ აქვს,- ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როსვალმა სტოკჰოლმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როსვალის თქმით, უკრაინის პროგრესი შთამბეჭდავია, მოლდოვის კი დამაჯერებელი.

"ჩვენ ვისჯელეთ ევროპის მომავალზე, ევროპის გაფართოებაზე და ვფიქრობთ, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ძალიან დროული იყო. საქართველოს შემთხვევაში პროგრესი არის, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანა შესასრულებელი სამუშაო ისევ აქვს. ჩვენ საერთო მესიჯს ვუგზავნით მათ, რომ საჭიროა, რეფორმები. რაც შეეხება უკრაინას, შთამბეჭდავია პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს გასული ერთი წლის განმავლობაში. ეს აღსანიშნავია იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაშიც ახლა უკრაინა იმყოფება...

მოლდოვას ასევე აქვს დამაჯერებელი პროგრესი. ეს ასევე შთამბეჭდავია რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე და რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად",- განაცხადა როსვალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics