19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:21:39, 742 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვიდრე სააკაშვილის დროინდელი სახეები არ ჩამოშორდებიან ენმ-ს, მანამდე არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30% და ახლა ჩამოსულია 20%-ზე ქვემოთ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის ფორმალურ თავმჯდომარეში და იმ ლიდერებში, რომლებიც მართავენ პარტიას. 

„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი. მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელია კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი. ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც მელიამაც აღიარა. იგივე სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. ეს დისკრედიტირებული სახეები: სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს და არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია "ნაცმოძრაობა" განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics