19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 18:43:28, 987 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - უკრაინამ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს

უკრაინამ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს - ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ავრცელებს.

როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, სადეპუტატო მოთხოვნაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო პასუხი, რომ  საკითხი განსახილველად არის წარდგენილი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ.

"ჩემი მოთხოვნის პასუხად, სადაც მოვუწოდებდი ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესებას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიპასუხა, რომ ეს საკითხი განსახილველად იქნა წარდგენილი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ

მინდა შეგახსენოთ - ვინ არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. პირველი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება „საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. მას მჭიდრო კავშირი აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 

მეორე კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია. კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს „მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

ეს ადამიანები ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლით და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, ამიტომ მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელი ნაბიჯია", - წერს გონჩარენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics