19:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 16:41:53, 1023 ნახვა

საზოგადოება
გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისისკენ მსვლელობას მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა მე-15 დღეა გრძელდება. ამ წუთებში ჭიათურელი მაღაროელები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის შემდეგ, ისინი კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდებიან, სადაც საპროტესტო აქცია 18:00 საათზე განახლდება.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია :

  • ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით;
  • ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება;
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა;
  • საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 

15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან.

16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა  თვალები ამოიკერა.

გუშინ, 19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics