05:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 17:42:01, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს, ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია გადაყლაპოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეჩერდება უკრაინაზე და მის გეგმებში მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაც შედის. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება შოლცმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე საუბარი აუცილებელია.

"რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს გადაყლაპოს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებთ და სავსებით ნათელია, რომ მას აქვს ასეთივე გეგმა ბელარუსთან მიმართებითაც",- თქვა კანცლერმა.

შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს "მანამ, სანამ საჭიროა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics