23:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 12:13:35, 1110 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3-5 ივლისს ჩააბარებენ, მათემატიკას 7 ივლისს, 10-12 ივლისს მათ უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ, 14 ივლისს - ბიოლოგია, 17-18 ივლისს - ისტორია, 19 ივლისს - გეოგრაფია, 20 ივლისს - ქიმია, ამავე დღეს აბიტურიენტები შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებასაც, 21 ივლისს - სამოქალაქო განათლება, 25 ივლისს - ლიტერატურა, 26 ივლისს - ფიზიკა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობითვე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 12 ივლისს გაიმართება, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ. 

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://naec.ge/?fbclid=IwAR0F6WwF3XVte_1IoBhdjQjbS1QjHu3rJdITOOuIIcQ3XuS4j2TCeh7qK6E#/ge/post/2958





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics