05:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 10:45:02, 1815 ნახვა

ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული. 

"სამწუხაროდ, უკვე 12 მსხვერპლია - 67 წლის მამაკაცი ღამით სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა",- წერს ვილკული.

მისივე თქმით, კრივოი-როგში ნგრევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ივნისს რუსმა ოპკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

შემთხვევის შედეგად, დაშავდა 36 ადამიანი, 12 საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics