|
2023-06-13 17:50:55, 1527 ნახვა
რეგიონი
კასპის მერმა 13 ივნისის წყალიდობის დროს დაღუპული მეხანძრე მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ აღაიანში პატივი მიაგეს მეხანძრე მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, 13 ივნისს, მდინარე ვერას ადიდებისას ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილს 7 ადამიანი გადაარჩინა - თვითონ კი მდინარეში გაუჩინარდა. ზურაბის ცხედარი წყალდიდობიდან მესამე დღეს „მზიურის" პარკის ტერიტორიაზე იპოვეს, ის 37 წლის იყო. „მეხანძრე წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოვდა, ხოლო თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბის სახელი ეწოდა. ზურაბის სახელი მინიჭებული აქვს მშობლიური სოფლის აღაიანის სპორტულ დარბაზს, იგი ყოფილი მოჭიდავე იყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)