02:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 12:27:06, 927 ნახვა

საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში, დაახლოებით, 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. 

როგორც მაღაროელებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" დათმობაზე არ წავიდა.

"პროტესტის მერვე დღეა - ვშიმშილობთ 10 კაცი. გუშინ საღამოს მივიღეთ შიმშილობის გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენი მინიმალური მოთხოვნები საერთოდ გულთან არ მიიტანეს. საერთოდ არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ამიტომ მივმართეთ უკიდურეს ფორმას",- განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:

  • ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით;
  • ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება;
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა;
  • საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics