03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 18:47:13, 886 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში უნგრელი ტურისტების მოსაზიდად ბუდაპეშტში შეხვედრები გაიმართა

აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით პრეზენტაცია ჩატარდა უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების, ტურ-ოპერატორების და ბლოგერებისთვის. მათ შორის ავიაკომპანია  wizzair-ის, მედიაგამოცემების budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ისდა წამყვანი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. უნგრეთში გამართული შეხვედრების მიზანი, ბათუმის,  როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვაა.

უნგრეთი აჭარისთვის ახალი სამიზნე ტურისტული მიმართულებაა, სადაც წელს რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები გამოქვეყნდა უნგრულ მედიასაშუალებებში, რომლის ჟურნალისტებიც ბათუმს მედიატურის ფარგლებში სტუმრობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics