03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 16:41:05, 1106 ნახვა

საზოგადოება
პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება

თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალი, ჯამში, 22 საერთაშორისო და ქართველ სპიკერს დაუთმობს სცენას: TIKTOK, NIKE, META, SMARTLY და სხვა. ქინოუეთების და პანელური დისკუსიების პარალელურად, ორი საინტერესო ვორქშოფი გაიმართება Google-ის რეკლამის არქიტეტორისგან.

„ვორქშოფებზე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთის ვებგვერდს: https://touchpoint.ge/workshops.

Touch.Point-მა უკვე გააზიარა ღონისძიების რუკა - მთავარი სცენა, ნეთვორქინგის ზონა, პარტნიორების ზონები, ქო-ვორქინგის ზონა, ვორქშოფების ზონა - ეს არის ფესტივალის მთავარი სივრცეები, რომლებიც „არტარეაშია“ განთავსებული.

საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორები მარკეტერებს საინტერესო კონკურსსაც სთავაზობენ - AI Creathon, ყველაზე ცნობისმოყვარე მარკეტერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოსცადონ AI-ის შესაძლებლობები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics