03:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 11:56:35, 692 ნახვა

საზოგადოება
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის  და  მიგრაციის ლექსიკონი" - გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა, ლატვიის და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან ერთად.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მიგრაციის ევროპული ქსელის ლატვიის ეროვნული საკონტაქტო პირის ერთობლივი ორგანიზებით.

"მიგრაციის ევროპულმა ქსელმა შეიმუშავა და მუდმივად აახლებს ყოვლისმომცველ ლექსიკონს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის ძირითად ცნებებს. ლექსიკონი ქართულ ენაზე თარგმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ

ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველყოფას, სადაც ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირების, აკადემიური წრეებისა და მიგრაციის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენების კუთხით.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ქსელის ტერმინების არსი და მათი მნიშვნელობა, როგორც ევროკავშირისთვის, ისე მის ფარგლებს მიღმა.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics