06:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 14:51:03, 695 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სწავლება „დიდგორი 2023“ - ის წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა

უწყებათაშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სემინარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, „ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დონის დოკუმენტები შემუშავდეს.

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი-2023“ წელს მეცხრედ ჩატარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics