|
2023-06-07 10:33:04, 1203 ნახვა
რეგიონი
ქედაში, რუსთაველის ქუჩა N13 და 15-ში მდებარე ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
დაბა ქედაში რუსთაველის ქუჩა N13 და 15-ში მდებარე ტერიტორიაზე ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად ადგილზე მოინახულა. „პროექტის ფარგლებში მოეწყობა: თანამედროვე ტიპის დეკორაციული სანათები, გამწვანდება უცხოური ჯიშის და დეკორატიული ხემცენარეებით. დამონტაჟდება ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი ფანჩატურები, ტენისის მაგიდები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედანი. მნიშვნელოვანია, რომ პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის, როგორც დასასვენებელი და სასეირნო ბილიკები, ასევე მოეწყობა ეტლით მოსარგებლე პირებისათვის ადაფტირებული საქანელა. დაბაში შეიქმნება კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის, ყველა სეგმენტზე გათვლილი დასასვენებელი და გასართობი პარკი, რომელიც მიმზიდველი და კომფორტული იქნება როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისათვის ასევე, ტურისტებისთვის. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს ,,მ.მ" აწარმოებს, ხელშეკრულებით - 998 676 ლარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)