12:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 16:32:43, 731 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები დადგება, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში

როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები დადგება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უწყებას კლინიკა "ვივამედთან" ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიური კონტაქტი აქვს.

"ზოგადად, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“,- განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics