06:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 15:16:38, 808 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანულ-ქართული აკადემია - სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც შენობიდან დაუყოვნებლივი ევაკუაცია განხორციელდა. 

განცხადების თანახმად, სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სასწავლო პროცესი ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში აღდგება",- ნათქვამია კერძო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics