|
2023-06-04 14:29:27, 978 ნახვა
რეგიონი
კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ზურაბ გელიტაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე ეწყობა ეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები, ნარჩენი ურნის ჯიბეები, რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და საგზაო ნიშნები. „წერეთლის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და დღემდე მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე სამუშაოები რათა მოსახლეობამ გადაადგილება მალე კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეძლოს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)