|
2023-06-02 17:19:15, 997 ნახვა
რეგიონი
პირველი ქართული სამედიცინო ტურიზმის ფორუმი „მედეა“ გაიხსნა
საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით დღეს, სასტუმრო "ლიც რეზორტში", პირველი ქართული სამედიცინო ტურიზმის ფორუმი "მედეა" გაიხსნა. ფორუმის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო. "მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველო მასპინძლობს ქართული სამედიცინო ტურიზმის პირველ ფორუმს. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ პირადად გაეცნონ საქართველოს სამედიცინო ექსპორტის ძირითად სერვისებს, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს მიიღონ საჭირო ინფორმაცია მკურნალობის უახლოეს მიღწევებზე“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფაგიო თერაპია, გამაჯანსაღებელი პროცედურები, დეტოქსი, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, თმის გადანერგვა და სხვა. ფორუმის მიზანია, ქართული სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენა, რეგულარული ღონისძიებების გამართვა ეროვნული სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ამ მიმართულებით კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)