22:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 23:01:44, 882 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი

მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სწორი ნაბიჯები გადადგა, აქედან გამომდინრე უკრაინა გააკეთებს ყველაფერს მოლდოვის დასახმარებლად.

„მჯერა, რომ მოლდოვა უკრაინის გვერდით ივლის. უკრაინა კი ყველაფერს გააკეთებს მოლდოვის დასახმარებლად. ეს სიმართლეა. ბევრი რამ, რაც გავიარეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს მიღწევებს პარტნიორებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics