|
2023-06-01 16:57:33, 1000 ნახვა
რეგიონი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს მერიის ცნობით, ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვზე იყო გათვლილი. „ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ანიმატორის და ჯამბაზის მიერ მოწყობილ გასართობ თამაშები. განსაკუთრებული ოვაცია და ემოცია გამოიწვია მათთვის საყვარელი მულტფილმის გმირებთან ჟოზესთან, სონეკთან და ლოლისთან შეხვედრამ. პარკში რამოდენიმე ლოკაციაზე განთავსებულ სპეციალურ სტენდებთან მოეწყო ფოტოსესია. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლის "აბადელიას" კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი. ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)