14:44 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 14:42:36, 783 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ - შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს, ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ქონია

შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას  ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე  ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.  

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "გასაოცარია, ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე".

„ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე ამხელა ხელმძღვანელობის სტაჟი არავის ქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. 

„არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დრო დაჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც დამკვიდრებულია განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics