|
2023-05-28 18:07:20, 1325 ნახვა
რეგიონი
შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასტუმრო "რედისონში" გამართულ გამოფენას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ-ჯორჯიასა" და "ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" მიერ იყო ორგანიზებული, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა. "როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 25 სახეობის დამხმარე საშუალებას გასცემს, როგორიცაა: მექანიკური, პედიატრიული და ელექტრო ეტლები, სმენის აპარატი, ფუნქციური საწოლი, კოხრეალური იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი, პაციენტის სამედიცინო ამწე და სხვა. ყოველწლიურად პროგრამით 1 000-მდე მოქალაქე სარგებლობს. გამოფენაზე ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სხვა სფეროებში არსებული, შშმ პირთათვის მხარდამჭერი სერვისები და სერვისების პრეზენტაციები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გავრცელებული სერვისების გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)