12:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 13:19:56, 742 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  უმასპინძლებს.

შსს-ს ცნობით, 26 მაისისთვის მზადების პროცესი  დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

"დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას   შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ადგილზე გაეცნო.

ღონისძიება, რომელიც  მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება, 14:00 საათიდან დაიწყება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics