21:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 16:16:32, 801 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

"კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე.

ამასთან ერთად, კონფერენციები ადიგენსა და ბორჯომში დღესვე გაიმართება",- ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics