|
2023-05-24 13:45:15, 1422 ნახვა
რეგიონი
აჭარას უეფა-ს სტანდარტის 3 ახალი სტადიონი შეემატა
უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება. აჭარის მთავრობის ცნობით, უეფა-ს სტანდარტის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა ქობულეთსა და ბათუმში. უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტადიონებს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში. "ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფა-ს სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა („Labosport"-მა და "SIS Pitches"-მა) შეასრულეს. სტადიონებზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები. შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)