16:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 09:14:03, 1382 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს

ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვუგლედარი-მარინკას მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ცხელი წერტილების" მონახულება პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო კომპონენტია.

„ფრონტზე ეს მოგზაურობა იყო ბოლო კომპონენტი პარტნიორებთან მრავალი შეხვედრის და მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე, წინა კვირებში.
ეს ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და პრაქტიკულად ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანია უკრაინის გაძლიერება, თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს“,- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა.ზელენსკიმ შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გასულ კვირას ასევე იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics