21:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 23:19:24, 807 ნახვა

პოლიტიკა
ანწუხელიძის ცოლი - რუსის ხსენება ჩემთვის გიორგის წამებასთან ასოცირდება

ყოველთვის რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც გიორგი აწამეს და შემდეგ წამებით მოკლეს, - ამის შესახებ  რუსების მიერ წამებით მოკლული, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა.

როგორც მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსებმა სასტიკი ომი აწარმოეს მას რუსების მიმართ დიდი აგრესია აქვს.

"ძალიან მძიმეა ჩემთვის თითოეული რუსის შემოსვლა.რუსეთი ჩემთვის მტერია და ეს ასე იქნება ყოველთვის. 

ყოველთვის რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც გიორგი აწამეს და შემდეგ წამებით მოკლეს.

აგრესია მაქვს ყოველთვის რუსების მიმართ და არ მინდა, რომ აქ ამდენი რუსი იყოს. არ მქონდა ასეთი ძალიან დიდი აგრესია, უბრალოდ შემდეგ, როდესაც უკრაინასთან დაიწყეს ომი და ვნახე ის საშინელი კადრები, როგორ ექცეოდნენ პატარა ბავშვებს და ქალებს, ამის მერე უფრო მეტად გამიჩნდა აგრესია, მანამდე ასე ძალიან არ მქონდა, იმიტომ, რომ გიორგის კადრები მე დღემდე არ მაქვს ნანახი და ასე ვერ აღვიქვამდი, მაგრამ როცა ვნახე ის კადრები, რაც იქ, უკრაინაში გააკეთეს, ამის მერე დიდი აგრესია გამიჩნდა", - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics