|
2023-05-23 16:56:54, 2433 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო კონკურსს აცხადებს
ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის "ქალთა ოთახი" და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა", რომლის მიზანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა აქტიურობასა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს. "კონკურსში მონაწილე პროექტის ღირებულება 500 – 4 500 ლარამდეა, ასევე პირის ან ჯგუფის თანამონაწილეობა პროექტის მთლიანი ღირებულების 20 % უნდა შეადგენდეს. კონკურსით ისარგებლებს: 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი; ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება: პირს, რომელიც არის გასულ წელს ამ კონკურსში გამარჯვებული; პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში; საჯარო მოხელე. ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: https://we.tl/t-pjqCdugua6 განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 ივნისი 18:00 სთ. განაცხადი უნდა შემოიტანოთ: ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია; ელ-ფოსტა: keda.kancelaria@gmail.com კონსულტაციის მიღება შესაძლებელია: ლინკი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075460705",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)