08:59 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 13:59:05, 1321 ნახვა

სამართალი
შსს - აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყება განცხადებაში უთითებს, რომ აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო,  როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს,  უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს  არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით  მობლიზებულები არიან სამართალდამცველები.  ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის  ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები,  რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და  ობიექტეზე დასაქმებული პირები. 

პოლიცია იცავს  კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია    შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს,  პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics