20:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:49:04, 628 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისკენ და მკურნალობისკენ, რათა ერთად შევძლოთ, 2025 წლისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში

მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მოვუწოდო ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ, რათა ერთად შევძლოთ, 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა საქართველოში, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა, დეპუტატებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები გააცნო და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად, უკვე განიკურნა 80 000-ზე მეტი ადამიანი.

„გასულ წელს, კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. 

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა 100%-ით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics