|
2023-05-18 12:13:16, 1347 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონს ტუროპერატორები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საუდის არაბეთიდან სტუმრობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, ასევე ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები ადგილობრივ ტუროპერატორებთან. „აჭარა და ზოგადად, საქართველო საუდის არაბეთში მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ბათუმის მიმართულებით გაზრდილი ფრენების სიხშირეები და ვიზიტორების რაოდენობა (+118% ) მეტყველებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის მონაწილეები გეგმავენ არაბ ტურისტებს აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება შესთავაზონ. ადგილობრივ ტურსააგენტოებთან ერთად მათ უკვე დაიწყეს ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არაბი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლების მასპინძლობას ყველა სამიზნე ქვეყნიდან გეგმავს. 2022 წელს, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)