22:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 13:08:56, 365 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - Fix Tbilisi-ს აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აპლიკაცია Fix Tbilisi-ზე მოქალაქეები საკმაოდ აქტიურობენ.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის,  აპლიკაციაზე  უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული.

„გუშინ ამოქმედდა ახალი აპლიკაცია Fix Tbilisi, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, იდენტიფიცირება გავუკეთოთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს. პირველ ეტაპზე ოთხი მიმართულებაა შერჩეული. საკმაოდ დიდი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება. ძალიან საინტერესო პროგრამაა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით იფუნქციონირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics