2023-05-15 22:28:31, 1475 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთის პრეზიდენტი - თუ რუსეთი სასოწარკვეთილი იქნება, შეგნებულად შეუძლია დააჭიროს ღილაკს
უკრაინა ბირთვული საფრთხის წინაშე მაშინ დადგება, თუ პუტინი იგრძნობს, რომ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცივილიზებული სამყარო მზად უნდა იყოს და ჰქონდეს სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ბირთვული იარაყის გამოყენებას გადაწყვეტს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ყოველ შემთხვევაში, მოვიფიქროთ, რას მოვიმოქმედებთ ასეთ შემთხვევაში. თუ რუსეთი სასოწარკვეთილი იქნება, მაშინ, ვერ ვიტყოდი, რომ შემთხვევით, მაგრამ სრულიად შეგნებულად მათ შეუძლიათ, დააჭირონ ღილაკს, თუმცა ეს არც ისე მარტივია. ეს ასე არ არის, რომ გქონდეს ღილაკი, რომელთანაც შეგიძლია, უბრალოდ მიხვიდე და დააჭირო ხელი, არსებობს გარკვეული პროცედურები“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,