20:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 14:36:36, 1446 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი რიში სუნაკს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. 

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის სახელმწიფოს მეთაური დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს ხვდება. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთსა და  გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. ზელენსკი ბერლინს გუშინ, 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics