01:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 09:45:42, 684 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკასა და მსუბუქ ტანკს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში ათობით ჯავშანმანქანასა და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„საფრანგეთი ომის დაწყებიდან მოყოლებული სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა. მხარდაჭერა გაგრძელდება. ახალი სამხედრო პაკეტები მზადდება.

უახლოეს კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ს",- ნათქვამია დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს გუშინ, 14 მაისს გვიან საღამოს ეწვია და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში შეხვდა.

ის საფრანგეთამდე გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. ზელენსკი ბერლინს 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics