02:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 11:00:30, 912 ნახვა

მსოფლიო
ISW - პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმით აჩვენოს, რომ ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რომ 9 მაისის "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ცენტრალურ აზიაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვში, 9 მაისის ღონისძიებას ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არიან: ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. 

როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, ჯაფაროვის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 23 აპრილს გავრცელდა, მაშინ, როდესაც თოყაევის, მირზიოევისა და რაჰმონის ვიზიტის შესახებ მედიაში ცნობები მხოლოდ გუშინ, 8 მაისს გაჩნდა.

TASS-ის ცნობით, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ღონისძიებაზე ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი, თუმცა მისი მონაწილეობა ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.

როგორც ISW მიმოხილვაში უთითებს, 2022 წელს მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმს არც ერთი უცხოელი ლიდერი არ დასწრებია. ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა კი, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ღონისძიების გამართვაზე უარი განაცხადეს. 

ISW ვარაუდობს, რომ ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გვიან გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ძალისხმევის მიუხედავად, მათ არ სურთ, რუსეთის ომს პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics